logo
ENG



WHO: უკრაინაში შეჭრიდან რუსეთი თავს დაესხა 162 საავადმყოფოს, შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა

23 აპრ 202211:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/23/26b3nrj2ih3m2vu.png

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის დღიდან - 24 თებერვლიდან 21 აპრილის ჩათვლით რუსეთი თავს დაესხა 162 სამედიცინო დაწესებულებას. 

შედეგად დაიღუპა 73 ადამიანი, დაშავდა - 52. 

გარდა ამისა, WHO წერს, რომ უკრაინაში 3 ოჯახიდან 1-ში ცხოვრობს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანი, რომელთაც არ აქვთ წვდომა სამედიცინო სერვისებზე. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოკვლევით და დაკვირვებით, ომიდან 2 თვის თავზე, უკრაინაში არსებობს სამედიცინო სერვისების გადაუდებელი აუცილებლობა. 

დოქტორი ჯარნო ჰაბიჩი, WHO-ს წარმომადგენელი და ოფისის ხელმძღვანელი უკრაინაში, ამბობს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ჯანდაცვის სისტემა მთლიანად დაინგრა. 

"ჯანდაცვის სამინისტროსთან, ჩვენს პარტნიორებთან და დონორებთან ერთად ბოლო 8 კვირის განმავლობაში 7.5 მილიონი ადამიანისთვის სიცოცხლისთვის აუცილებელი მარაგები მიგვწეოდებინა - აღჭურვილობა და წამლები. მაგრამ ჯერაც ვერ ვახერხებთ, მივწვდეთ აღმოსავლეთის იმ ტერიტორიებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. აღმოსავლეთ უკრაინაში ჯანდაცვა მთლიანად განადგურდა. ვიღებთ ცნობებს, რომ მაგალითად, ლუჰანსკის რეგიონში ჯანდაცვის დაწესებულებები, საავადმყოფოები დაინგრა ან დაზიანდა. ვითარება კრიტიკულია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს წვდომა ამ ადგილებამდე, რათა უზრუნველვყოთ ამ ადამიანების ჯანდაცვის საჭიროებები, მარიუპოლის ჩათვლით. მოქალაქეებს აქვთ ჯანმრთელობის უფლება, მათ შორის ომის დროსაც". - განაცხადა ჰაბიჩმა


close დახურვა