ფრანგული მედიის მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. მეორე ტურში მაკრონის მეტოქე ულტრა-მემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი იყო.
წინსწარი შედეგებით, ემანუელ მაკრონს ამომრჩეველთა 58%-მა დაუჭირა მხარი, მარინ ლე პენს კი - 42%-მა.
შეგახსენებთ, რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2017 წელს ჩატარდა. მაკრონის მთავარი მეტოქე მაშინაც მარინ ლე პენი იყო. ქვეყანამ პრეზიდენტი მაშინაც მეორე ტურში აირჩია.
საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი არჩევის გზით, 5 წლის ვადით ირჩევენ.