logo
ENG



პენიტენციურს სააკაშვილთან დაკავშირებით ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე კითხვები აქვს

29 აპრ 202215:49
3 წუთის საკითხავი
 

პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რომლებიც ომბუდსმენს მოკლე ვადაში მიეწოდება.

უწყება მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია, თითქოს მესამე პრეზიდენტს არ მიეწოდება ადეკვატური მკურნალობა სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში მიზანმიმართულად შეყვანას ემსახურება.

ამასთანავე, პენიტენციური ამტკიცებს, რომ სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით, არ იღებს მისთვის გათვალისწინებული პრეპარატების გარკვეულ ნაწილს.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, სააკაშვილი უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით და აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში კვების ნებისმიერი პროდუქტი. ამასთანავე, პენიტენციური ამტკიცებს, რომ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი რეგულარულად იღებს ამანათებსაც.

პენიტენციურის ინფორმაციით, შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა 788 ვიზიტორი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ პორს აქვს მისი მონახულების შესაძლებლობა.


close დახურვა