logo
ENG



აზოვის ბატალიონი: აზოვსტალიდან 20 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

30 აპრ 202222:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/30/o9ja5xbq5l49aav.jpg

აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილის სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, უკრაინელებმა მარიუპოლში, აზოვსტალის ტერიტორიიდან 20 მშვიდობიანი მოქალაქე - ქალები და ბავშვები გამოიყვანეს.

როგორც პალამარმა აღნიშნა, 11 საათიდან აზოვსტალის რაიონში "სიჩუმის რეჟიმი" მოქმედებს და უკრაინელმა სამხედროებმა 20 ადამიანის ნანგრევებიდან ამოყვანა და ევაკუაცია შეძლეს. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს მოქალაქეები უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიამდე, ზაპოროჟიეში მივლენ.

პალამარი ასევე იმედოვნებს, რომ აზოვსტალიდან ყველა მოქალაქის და ასევე დაჭრილი სამხედროების ევაკუაციასაც შეძლებენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში იმყოფებოდა. მან პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გუტიერეშმა თქვა, რომ გაერო მზად არის მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. აღსანიშნავია, რომ გუტიერეშის ვიზიტის პარალელურად რუსეთმა კიევში რამდენიმე რაკეტა დაუშინა.


close დახურვა