უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმი ზელენსკი გაეროს გენერალური მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზელენსკისთან აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანის საკითხი განიხილა.
"მოსკოვში ჩემი ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა პუტინმა თანხმობა განაცხადა, რომ გაერო და წითელი ჯვრის კომიტეტი ჩაერთონ აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაში. დღეს ბატონ ზელენსკისთან მქონდა შესაძლებლობა ეს საკითხი განმეხილა. ახლა მიმდინარეობს ინტენსიური დისკუსიები, რათა ეს წინადადება რეალობად იქცეს. დღეს მარიუპოლის მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე საჭიროებს დახმარებას. მათ სჭირდებათ სამაშველო მარშრუტი, რათა ჯოჯოხეთს თავი დააღწიონ“, - განაცხადა გუტიერეშმა.
თავის მხრივ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის მარუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელოს.