logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: რუსეთი საქართველოსთან პროდუქციის რეექსპორტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

01 მაი 202211:53
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, რუსეთი ცდილობს, სანქციებს გვერდი სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მეშვეობით აუაროს.  

უკრაინული დაზვერვის ცნობით, მოსკოვი ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ. 

იგეგმება რუსული პროდუქციის წარმოება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ და ექსპორტი მესამე ქვეყნებში.

დაზვერვა აცხადებს, რომ ამ ქვეყნებში ამ მიზნით უკვე 200-ზე მეტი კომპანია დაფუძნდა. 

„სომხეთი ხელსაყრელ პირობებს უქმნის რუსულ ბიზნეს კომპანიებს, პირველ რიგში, IT სექტორში. რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ, დაახლოებით რუსეთის 85 ათასი მოქალაქე და 113 IT კომპანია გადავიდა სომხეთში. რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთის ტერიტორიაზე ათასამდე კერძო საწარმო და 250-ზე მეტი შპს შექმნეს, რომლებიც გადასახადებს გადაიხდიან 2 ქვეყნის - სომხეთის და რუსეთის ბიუჯეტში". - ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვა წერს, რომ მოსკოვი გეგმავს ოდკბ-ის ქვეყნებში (ბელორუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) მოაწყოს რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქტების წარმოების ორგანიზებას, რაც უცხოური კომპონენტების გამოყენებასაც საჭიროებს. ეს ქმედება გააძლიერებს ოდკბ-ის წევრი ქვეყნების დამოკიდებულებას რუსეთზე, რაც შედის კრემლის ინტერესებში. 

უკრაინული დაზვერვა ასევე იუწყება, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებების წამყვანი მწარმოებელი სს ულიანოვსკის მექანიკური ქარხანა იყენებს ყახაზეთს გერმანული ნაწილების მისაღებად. 

უკრაინაში შეჭრამდე რუსეთმა შეიძინა გერმანული პროდუქცია, რომელიც აუცილებელია ბუკის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ტუნგუსკას ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების წარმოებისთვის/მოდერნიზაციისთვის. სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთმა ამ პროდუქციის პირდაპირ შეძენა ვეღარ შეძლო. 


close დახურვა