logo
ENG



უნგრეთი კვლავ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სრულ აკრძალვას რუსულ ნავთობსა და გაზზე

02 მაი 202214:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/02/65plncp9g72xmhn.jpg

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის, ზოლტან კოვაჩის თქმით, უნგრეთი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ემბარგოს შემოღებას რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე.

“უნგრეთის პოზიცია ნავთობისა და გაზის ნებისმიერ ემბარგოსთან დაკავშირებით არ შეცვლილა: ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ,” - განაცხადა უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა.

ევროკომისია ამჟამად განიხილავს მოსკოვის წინააღმდეგ ორ რუსულ წიაღისეულ საწვავზე ტოტალურ ემბარგოს, სანქციების მეექვსე რაუნდისთვის. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები იმედოვნებენ, რომ მოკლაპარაკებების სერია რუსულ გაზთან და ნავთობთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის მიღწევით დასრულდება.

მოსკოვი აცხადებს, რომ გაზის უცხოელმა მყიდველებმა თანხა კერძო ბანკში, გაზპრომში უნდა გადაიხადონ, რომელიც ნებისმიერ დოლარს ან ევროს რუბლებში გადააქცევს.

ევროკომისია ამბობს, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან მოსკოვის საბანკო მოთხოვნების დაკმაყოფილება, შესაძლოა, ევროკავშირის სანქციების დარღვევად ჩაითვალოს.

 


close დახურვა