logo
ENG



რუსეთი ისრაელს უკრაინაში "ნეო-ნაცისტების" მხარდაჭერაში ადანაშაულებს

03 მაი 202213:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/03/pjsttwbvjhfaq35.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელი უკრაინაში "ნეო-ნაცისტებს" უჭერს მხარს. 

საგარეო უწყება გამოეხმაურა სკანდალს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას მოჰყვა, რომ ადოლფ ჰიტლერს "ებრაული სისხლი ჰქონდა", ხოლო ყველაზე "გამოკვეთილი ანტისემიტები, ებრაელები" იყვნენ. აღნიშნული განცხადების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩიც დაიბარა.

"ჰოლოკოსტის დროს ებრაელები საკუთარ თავს არ ანადგურებდნენ. ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში - ებრაელების მიმართ აშკარა რასიზმის გამოვლინებაა", - განაცხადა ლაპიდმა.

სამშაბათს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხოდ რუსულმა უწყებამ განცხადება გაავრცელა და ლაპიდის სიტყვებს "ანტიისტორიული უწოდა", რომელიც "მეტწილად ხსნის ისრაელის ამჟამინდელი მთავრობის კურსს კიევის ნეო-ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერაში".

მოსკოვში კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული ფესვები არ გამორიცხავს, რომ უკრაინას ნეო-ნაცისტები მართავენ.

უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთი "დენაციფიკაციისა" და "დემილიტარიზაციის" უსაფუძვლო საბაბს იყენებს. მოსკოვი ცდილობს, დაამკვიდროს ნარატივი, რომ მეზობელ ქვეყანაში "კიევის ნეო-ნაცისტური რეჟიმია".


close დახურვა