logo
ENG



შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია სააკაშვილის საკითხზე?

03 მაი 202220:14
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას გახარიას საპარლამენტო ჯგუფის მხარდაჭერა არ აქვს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ, რომელსაც ზოგიერთ საკრებულოში თავმჯდომარეობაზე ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი დაუჭირა, ახლა საპარლამენტო კომისიის იდეას უარით უპასუხა. ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ძალამ განაცხადა, რომ კომისიის ჩამოსაყალიბებლად ერთი ხმა აკლდება. მიუხედავად იმისა, რომ გახარიას პარტია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, ქმედითი ნაბიჯის გადადგმას არ თანხმდება.

 


close დახურვა