რუსეთის მთავარმა რაბინმა, ბერელ ლაზარმა კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ადოლფ ჰიტლერის წარმომავლობის შესახებ მისი განცხადების გამო გააკრიტიკა.
ლავროვმა ინტერვიუში თქვა, რომ ნაცისტების ლიდერს ებრაული სისხლი ჰქონდა. ამ განცხადების გამო ლაზარმა ლავროვს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
“კარგი იქნებოდა თუ ის [ლავროვი] ბოდიშს მოუხდიდა ებრაელებს და უბრალოდ აღიარებდა თავის შეცდომას,” - განაცხადა რუსეთის მთავარმა რაბინმა.
ლაზარის თქმით, ლავროვმა ეს კომენტარი იმისთვის გააკეთა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ნაცისტურად წარმოჩენა გაემართლებინა, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრეზიდენტი ებრაელია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიცვა ლავროვის პოზიცია და ისრაელი "ანტიისტორიულ განცხადებებში" დაადანაშაულა.