logo
ENG



6 პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, 3 მართვით სუნთქვაზეა - ლევან რატიანი

09 აპრ 202011:54
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ დროსთვის სულ 54 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 

როგორც რატიანმა აღნიშნა, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. 

"6 პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. 3 მართვით სუნთქვაზეა, 3 კი სპონტანურ სუნთქვაზეა. ველოდებით ლუგარის პასუხებს, ვინაიდან გასულია პროტოკოლით გათვალისწინებული დღეები. რაც შეეხება ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობას, ყველასი მეტ-ნაკლებად სტაბილურია. არც ერთი უარყოფითი კლინიკური გამოვლინება არ დასტურდება. რაც შეეხება ორსულებს, მათი მდგომაროება სტაბილურია. გვყავს ორი ბავშვი და მათი მდგომაროებაც სტაბილურია. გვყავს 54 პაციენტი სულ, აქედან 2 ახალია", - განაცხადა ლევან რატიანმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4722 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 408 ადამიანი. 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, 3 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც.

ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა