სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულები შპს „ტექ-2017-ის“ დახმარებით სისტემატურად აფორმებდნენ დადებით დასკვნებს ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებზე. ბრალდებულები ოფიციალურ ანგარიშებში შეგნებულად უთითებდნენ მცდარ მონაცემებს, რის სანაცვლოდაც მოქალაქეებისგან სისტემატურად იღებდნენ ფულად თანხას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე (კომერციული მოსყიდვა) და 362-ე (ყალბი დოკუმენტის დამზადება/დახმარება) მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს მოიცავს და 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
