6 ოქტომბერს, ლისის ტბაზე დაჭრილი 41 წლის გოჩა ვეფხვაძე, დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით მოათავსეს, თუმცა ერთკვირიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
გარდაცვლილს ცივი იარაღით მიყენებული ჰქონდა ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, ის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იყო შეერთებული.
შეგახსნებეთ, რომ დაჭრილი ვეფხვაძე ლისის ტბიდან შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით მიიყვანეს.