6 ქართველი კონტრაქტორი ავღანეთიდან თბილისში ჩამოფრინდა. ავღანეთის დატოვება მათ უნგრული ბორტით შეძლეს. დანარჩენი 16 მოქალაქე კი ქაბულში რჩება.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, მთავარ პრობლემად მათი აეროპორტამდე მიყვანა რჩება რადგან სწორედ ეს ტერიტორიაა ყველაზე სახიფათო. ჯერჯერობით უცნობია როდის დაბრუნდებიან საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები.
ქაბულში საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა. როგორც თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა, ავღანეთი მათ უკრაინული ბორტით უნდა დაეტოვებინათ, თუმცა აეროპორტში მისვლა მათ ვერ მოახერხეს. ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტს ახლა თალიბანი აკონტროლებს.