logo
ENG



6 წელი მიესაჯა კაცს, რომელმაც მსხვერპლზე ჰომოფობიური მოტივით იძალადა და მოკვლით დაემუქრა

17 ოქტ 202216:03
3 წუთის საკითხავი
 
6 წელი მიესაჯა კაცს, რომელმაც მსხვერპლზე ჰომოფობიური მოტივით იძალადა და მოკვლით დაემუქრა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა კაცს, რომელმაც მსხვერპლზე ჰომოფობიური მოტივით იძალადა, დაამცირა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გარდა ამისა, მათი ცნობით, ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია, რაც ინტერნეტში უკანონოდ გაავრცელა.

ის 2021 წლის 21 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა(ორი ეპიზოდი)), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა(ორი ეპიზოდი)), 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) და 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინა.


close დახურვა