ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში 6 წლის ბავშვი გადმოიყვანეს დამწვრობის დიაგნოზით - ის ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისივე თქმით, დამწვრობა მცირეწლოვანმა მდუღარე წყლით მიიღო.
როგორც გუგა ქაშიბაძე „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, ბავშვს სერიოზული დაზიანებები აქვს, დამწვარია ქვედა კიდურების უკანა ნაწილები.