logo
ENG



700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა

25 ოქტ 201915:58
3 წუთის საკითხავი
 
amb3yha49ccb1ib.jpg

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა. დამატებით, 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისში ბინები წლის ბოლოს გადაეცემა.

თბილისში დევნილთა საცხოვრებელი 24 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. გარდა თბილისისა, დევნილი ოჯახებისთვის კორპუსები ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოშიც შენდება.

2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი 21 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა და ამ მიმართულებით ბიუჯეტში გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება.


close დახურვა