გამოცემა Associated Press-მა გამოიკვლია და 23 მოწმეზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ მარიუპოლის თეატრის დაბომბვის დროს სულ მცირე 600 ადამიანი დაიღუპა. მათგან მინიმუმ ასი - აფეთქების დროს.
რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის თეატრი 16 მარტს დაბომბეს. თეატრის სარდაფებს, სადაც ბომბებისგან თავშესაფარი იყო მოწყობილი, დაახლოებით, 1- 1200 ადამიანი აფარებდა თავს.
თეატრის წინ იყო წარწერა "ბავშვები", რაც თავდამსხმელებმა არ გაითვალისწინეს.
