logo
ENG



სასამართლომ რუსთავი 2-დან ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლება უკანონოდ ცნო

04 მაი 202220:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/04/ouymedpa5vveqj1.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-დან ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და არხს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

გარდა ამისა, სასამართლომ უკანონოდ ცნო რუსთავი 2-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის გათავისუფლებაც.

2019 წელს რუსთავი 2 ბიზნესმენმა, ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა. ამის გამო ტელეკომპანიის დატოვება ათობით თანამშრომელს მოუწია. ჟორჟოლიანი არხის მფლობელის შეცვლიდან ერთი თვის თავზე გაათავისუფლეს. 

 


close დახურვა