logo
ENG



ბათუმში სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ხმაურია - არიან დაკავებულები

07 მაი 202201:44
3 წუთის საკითხავი
clock 1332
2022/05/07/w5d3xklcdf6b2fj.jpg

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ხმაურია. აქციის მონაწილეები ყვებიან, რომ პოლიციამ მოულოდნელად აქციის დაშლა დაიწყო, გაშლილი კარვები აყარა და მოქალაქეები დააკავა. 

ფორმულას რეპორტიორის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ბათუმის საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს წევრები. ასევე, დააკავეს გიორგი კირთაძე. დაკავებულების რაოდენობა ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, თუმცა აქციაზე მყოფები ამბობენ, რომ პოლიციამ ათზე მეტი ადამიანი წაიყვანა.

საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ბათუმში აქცია-მსვლელობა მოეწყო. 


close დახურვა