logo
ENG



ბორჯომის ქარხნის მუშებსა და ადმინისტრაციას შორის მედიაციის პროცესი დაიწყო

09 მაი 202210:38
3 წუთის საკითხავი
clock 744

ბორჯომის ქარხნის მუშებსა და ადმინისტრაციას შორის მედიაციის პროცესი დაიწყო.

პირველი შეხვედრა კოლექტიური დავის მედიატორმა კომპანიის თანამშრომლებთან ბორჯომში 8 მაისს გამართა.

ანა სამსონიამ მუშებისგან პრობლემების და კრიზისის განმუხტვის გზების შესახებ მოისმინა. შემდეგ შეხვედრას მედიატორი კომპანიის ადმინისტრაციასთან გამართავს.

კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას და ძველი ხელშეკრულებით მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ. 

კომპანია ბორჯომმა წარმოება 29 აპრილს შეაჩერა და ორივე ქარხნის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი დასავლეთის მიერ რუსეთის და რუსი ბიზნესმენების მიმართ დაწესებული სანქციებია - ბორჯომის მფლობელი რუსული კომპანია ალფა გრუფია, რომელიც სანქცირებულთა სიაში მოხვდა - მისი ანგარიშები გაიყინა. 

ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე, ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ. 


close დახურვა