logo
ENG



ზარქუა სააკაშვილზე: ორგანიზმი არ იღებს საკვებს, რას ნიშნავს? თუ შეჭამ, მიიღებს

10 მაი 202212:25
3 წუთის საკითხავი
 
ზარქუა სააკაშვილზე: ორგანიზმი არ იღებს საკვებს, რას ნიშნავს? თუ შეჭამ, მიიღებს

ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყველა საჭირო მკურნალობას იღებს.

"ჩემთვის გაუგებარია, ორგანიზმი არ იღებს საკვებს, რას ნიშნავს? თუ შეჭამ მიიღებს, სავარაუდოდ. მარტივი მიდგომაა, ყველა ექიმს მე ვთხოვდი, რომ ურჩიოს პაციენტს, თუ პატიმარ სააკაშვილს, გადავიდეს კვებაზე", - თქვა ზარქუამ ჟურნალისტებთან.

სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, რამაც საბოლოო შედეგად დააყენა ანორექსია. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. 

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მკურნალობისთვის მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს და აქციებს აანონსებს. 


close დახურვა