logo
ENG

SPIEGEL: G7 უკრაინის მხარდასაჭერად 30 მილიარდ ევროს გამოყოფს

13 მაი 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock 421
2022/05/13/n657yxh1gdum7oc.png

გერმანული გამოცემა SPIEGEL-ის ინფორმაციით, G7 უკრაინის მხარდასაჭერად 30 მილიარდ ევროს გამოყოფს. წევრი ქვეყნები მხარდამჭერი ბიუჯეტის ინიციირებას მომავალ კვირაში აპირებენ.

გამოცემა წერს, რომ უკრაინას თვეში 5 მილიარდი ევრო სჭირდება, რათა იფუნქციონიროს. კერძოდ, თავად უკრაინის ხელისუფლების მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ ეს თანხა მთავრობას ხელფასების, პენსიების და სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტებისთვის სჭირდება. 

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო მინისტრები გერმანიის ჩრდილოეთში, ქალაქ ვაისენჰაუსში, 3-დღიან სამიტზე (12-14 მაისი) სხვადასხვა საკითხზე დისკუსიისთვის შეიკრიბნენ. განსახილველი თემების ძირითადი ნაწილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას, მიმდინარე ომს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ შორის საკვებსა და ენერგოუსაფრთხოებას შეეხება. შეხვედრებს დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, ვინაიდან ენტონი ბლინკენმა კორონავირუსის გამო დასწრება ვერ შეძლო. დიდი შვიდეულის სამიტს გერმანიის, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის დიპლომატები დაესწრებიან.


close დახურვა