logo
ENG



კიევში რუსი ჯარისკაცის სასამართლო დაიწყო - მან დანაშაული აღიარა

13 მაი 202217:42
3 წუთის საკითხავი
clock 1298
2022/05/13/oymxewousy9x0sw.jpg

კიევში რუსი ჯარისკაცის სასამართლო პროცესი დაიწყო. ვადიმ შიშიმარინს სუმის ოლქში სამოქალაქო პირის მკვლელობაში ედება ბრალი. ის პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინა ასამართლებს. 

როგორც უკრაინსკაია პრავდა წერს, სამხედროსთვის უფასო ადვოკატი და თარჯიმანი გამოყვეს. მას ბრალი ორი მუხლით ედება: მკვლელობა და ომის კანონებისა და წესების დარღვევა. ჯერჯერობით არც დაცვის მხარეს და არც ბრალდებულს საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

ამავე დროს, პროკურორი იაროსლავ უშჩაპივსკი გამოცემასთან ამბობს, რომ შიშიმარმა აღიარა დანაშაული, მოინანია და გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

ვადიმ შიშიმარი 21 წლისაა. გამოძიების თანახმად, 28 თებერვალს შიშიმარინი 4 რუს სამხედროსთან ერთად უკრაინულ ძალებს გაურბოდა, მათ კერძო მანქანა გაიტაცეს და სოფელ ჩუპახივკაში გადაადგილდებოდნენ, როცა გზად 62 წლის უკრაინის მოქალაქე დაინახეს, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა და ველოსიპედით გადაადგილდებოდა. შიშიმარინმა სხვა სამხედროს დავალებით უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეს თავში რამდენჯერმე ესროლა.


close დახურვა