logo
ENG



მსახურება აუკრძალეს მღვდელს, რომელმაც ნავალნის პანაშვიდი გადაიხადა

24 აპრ 202411:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/24/kmstc41fwej4iwb.jpeg

რუსეთის პატრიარქმა სამი წლით მსახურება აუკრძალა მღვდელს, დმიტრი საფრონოვს, რომელმაც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პანაშვიდი გადაიხადა. გადაწყვეტილება მოსკოვის საქალაქო ეპარქიის საიტზე 23 აპრილს გამოქვეყნდა.

დოკუმენტში მითითებულია, რომ საფრონოვს ეკრძალება ღვთისმსახურება, ანაფორისა და მღვდლის ჯვრის ტარება. გარდა ამისა, მღვდელი დააქვეითეს მეფსალმუნის დონეზე და მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში გაგზავნეს მორჩილებისთვის. სინანულის სამწლიანი პერიოდის ბოლოს, "მორჩილების ადგილიდან უკუკავშირის" მიხედვით, უნდა იქნას მიღებული "გადაწყვეტილება მისი შემდგომი სამღვდელო მსახურების შესაძლებლობის შესახებ".

დასჯის მიზეზები უცნობია.

ტელეგრამარხები "სირენა" და Sota წერენ, რომ დმიტრი საფრონოვი ალექსეი ნავალნის გასვენებაში იყო და გარდაცვალებიდან 40 დღის თავზე მის საფლავზეც პანაშვიდი გადაიხადა. გარდა ამისა, მედუზა წერს, რომ საფრონოვის ხელმოწერა იყო მღვდელმსახურების განცხადებაზე, რომელიც მოუწოდებდა ნავალნის ცხედარი ოჯახისთვის გადაეცათ.


close დახურვა