logo
ENG



მამულაშვილი: რუსეთის მდგომარეობა მძიმდება, მგონია ომი 2 თვეში, უკრაინის გამარჯვებით მორჩება

13 მაი 202218:52
3 წუთის საკითხავი
clock 1209
2022/05/13/sxq5lb7ndp50r0l.jpg

ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ზაფხულის ბოლომდე, უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

როგორც მამულაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა, ეს განპირობებული იქნება იმით, რომ ქვეყანა ლენდ-ლიზის კანონის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო დახმარებას მიიღებს. სამხედრო ამბობს, რომ რუსეთის ძალები შესუსტებულია და ის შეიარაღების ნაკლებობას განიცდის.

"ვერ დავარქმევ ამას ომის ხანგრძლივ ფაზას. რადგან ლენდ-ლიზს სულ რამდენიმე დღის წინ მოაწერეს ხელი. მგონია, რომ სპეციფიკური ტექნიკის შემოტანის შემდეგ, ეს კონფლიქტი მალე უნდა დასრულდეს - სავარაუდოდ 1-2 თვეში, იმიტომ რომ ის ტექნოლოგიები, რასაც უკრაინა მიიღებს, ჯერ უპრეცედენტოა მეორე მსოფლიო ომის შემდგე და მერე დასავლეთის ტექნოლოგიები ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე რუსული შეიარაღება. მგონია, რომ გაწელვის ფაზა არ იქნება, მაინც მალე დასრულდება კონფლიქტი, უკრაინის გამარჯვებით. ფაქტობრივად ბევრ რეგიონში უკვე გაყვანილი ჰყავთ ჯარი და ვეღარ ახორციელებენ ისეთ მძიმე დაბომბვებს, როგორიც ჰქონდათ, რადგან ჭურვების უკმარისობა აქვთ. ყოველდღიურად მძიმდება რუსეთის მდგომარეობა. ზაფხულის ბოლომდე მგონია, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, უკრაინის გამარჯვებით", - თქვა მამულაშვილმა.


close დახურვა