logo
ENG



მდინარის გადალახვის მცდელობისას რუსებმა, სავარაუდოდ, 70 ჯავანმანქანა დაკარგეს

14 მაი 202213:22
3 წუთის საკითხავი
clock 748
2022/05/14/l6ck6s01q0dktdy.jpg

გასულ კვირას რუსმა ჯარისკაცებმა ლუჰანსკის რეგიონში მდინარე სივერსკი დონეცის გადალახვა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ.

უკრაინელებმა მათ შესაჩერებლად, სულ მცირე, 2 ხიდი დაანგრიეს, რომლითაც რუსებს აღჭურვილობის გადასატანად სჭირდებოდათ. უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ჩაშალეს რუსების მიერ მდინარის გადალახვის 9 მცდელობა.

CNN-ის ცნობით, ახალი სატელიტური ფოტოებისა და დრონით გადაღებული ვიდეოების ანალიზით დგინდება, რომ ამ ოპერაციის დროს რუსებმა დაკარგეს 70 ჯავშანტექნიკა და სხვა აღჭურვილობა.

დრონით გადაღებულ ვიდეო მასალაში ჩანს მდინარის ჩრდილოეთ მხარეს მიმოფანტული დაზიანებული რუსული აღჭურვილობა, ასევე, ნახევრად ჩაძირული ტანკები.

ამერიკული მედია წერს, რომ როგორც ჩანს, უკრაინელებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია რუსების გეგმების შესახებ.

მიუხედავად ამისა, უკრაინის მე-80 არმია ამბობს, რომ რუსებმა, მძიმე დანაკარგის მიუხედავად, მაინც მოახერხეს გარღვევა და ერთ-ერთი დასახლების გარეუბნამდე მიღწევა. მდინარე, მთლიანობაში, 30-მა რუსულმა მანქანამ გადალახა.


close დახურვა