logo
ENG

მარიუპოლიდან ევაკუირებულების კოლონა, რომელსაც 3 დღეა აყოვნებენ, ზაპოროჟიეში დღეს შეუშვეს

14 მაი 202220:21
3 წუთის საკითხავი
clock 349
2022/05/14/qr37lmw2w6ipvna.jpg

მარიუპოლის ევაკუირებული მოსახლეობის მანქანების კოლონა, რომელიც ზაპოროჟიეში შესვლას 3 დღეზე მეტია ელოდება, რეგიონში დღეს შეუშვეს.

უკრაინის ცნობით, მარიუპოლიდან ევაკუირებულები ზაპოროჟიეში შესვლას იმის გამო ვერ ახერხებდნენ, რომ რუსეთმა ყველა არსებული მწვანე დერეფანი დაბლოკა.

ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

„მანქანების უდიდესი კოლონა მარიუპოლის მოსახლეობით (500-დან 1000 მანქანამდე), რომელიც შესვლას 3 დღეზე მეტია ელოდება, საბოლოოდ ზაპოროჟიეში შეუშვეს. საბოლოოდ, ჩვენს ადგილობრივ მარიუპოლის მოსახლეობას სახლებში ველოდებით“ - განაცხადა მან.

გუშინ, 13 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციამ ყველა მწვანე კორიდორი ჩაკეტა და მარიუპოლიდან ევაკუირებულების მანქანები ზაპოროჟიეში ვერ შედიოდნენ, რის გამოც მათ მარიუპოლში დაბრუნება დაიწყეს.

„ჩვენ ვხედავთ მარიუპოლის მოსახლეობის ზრდას ქალაქში. ხალხი უკან ბრუნდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყველა „მწვანე დერეფნის“ დახურვის გამო. მარიუპოლის, ნიკოლსკის, ბერდიანსკის დასახლებებში დაბრუნდა ხალხი, ვინც ვერ მოახერხა ზაპოროჟიემდე მისვლა, მათ შორის ფინანსური მდგომარეობის გამო. ისინი იძულებულები არიან ქალაქში, საკუთარ სახლებსა და ბინებში დაბრუნდნენ. ამიტომ ვხედავთ ზრდას“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

 

close დახურვა