პიანისტ ლექსო თორაძეს 19 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. მას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან გამოასვენებენ.
ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა, სადაც 1983 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა.
პიანისტს სიცოცხლის ბოლო კვირებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 27 აპრილს მან საავადმყოფოდან მიმართვა ჩაწერა. ვიდეოში თორაძე ამბობს, რომ რომ მას კვლევები გულთან და ფილტვებთან დაკავშირებით უტარდებოდა.