logo
ENG



ჰაიდაი: გუშინ რუსებმა სამოქალაქო ობიექტების განადგურების მიზნით თვითმფრინავები გამოიყენეს

19 მაი 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock 1185
2022/05/19/l3z4q3f7vx5kyii.jpg

ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, გუშინ რუსებმა რამდენიმე დასახლებაში სამოქალაქო ობიექტების განადგურების მიზნით თვითმფრინავები გამოიყენეს.

"18 მაისს რუსებმა ლოსკუტივკას, კატერინივკასა და ორიხოვეს დასახლებებში სამოქალაქო ობიექტების განადგურების მიზნით თვითმფრინავები გამოიყენეს. მათ თავდასხმები უსტინივკასა და ზოლოტოეს 4 რეგიონში განახორციელეს,” - განაცხადა ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, ვრუბივკაში, ნირკოვოსა და კომიშუვასში სახლები დაზიანდა. გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შუადღისას ლისიჩანსკში რუსებმა მძლავრი ელექტრო ქვესადგური გათიშეს. ტერიტორია სინათლის გარეშე დარჩა.

"გუშინ, ლუჰანსკსა და დონეცკში მტრის თექვსმეტი შეტევა მოვიგერიეთ. განადგურდა რვა ტანკი, ჩვიდმეტი ერთეული ჯავშანტექნიკა, ოთხი სპეციალური ჯავშანმანქანა და ექვსი ჩვეულებრივი მანქანა,” - თქვა ჰაიდაიმ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულმა სამხედრო ძალებმა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა