გერმანიაში, ქალაქ ბრემერჰავენში მდებარე გერმანულ სკოლაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი ადამიანი.
პოლიციის ცნობით, სროლის შემდეგ შეიარაღებული პირი დააკავეს, ხოლო დაჭრილი პიროვნება კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"მოსწავლეები თავიანთ საკლასო ოთახებში მასწავლებლებთან ერთად იმყოფებიან. პოლიცია ადგილზე სიტუაციას აკონტროლებს". - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, დაშავებული ქალია.
ასევე Bild-ის ინფორმაციით სროლაში ეჭვმიტანელი მეორე პირი გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით ისინი შეიარაღებული იყვნენ არბალეტით.
ონლაინ გაზეთი, Nord24 ამბობს, რომ სკოლის მოსწავლემ, რომელმაც სროლის ხმა გაიგო, პოლიცია გამოიძახა.
"ბრემერჰავენის პოლიცია მომხდარის შესახებ დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს. გთხოვთ მოერიდოთ მიმდებარე ტერიტორიებს." - წერია პოლიციის განცხადებაში.
Aktuell gibt es einen größeren #Polizeieinsatz in der Bremerhavener Innenstadt. Details dazu wird die #Polizei #Bremerhaven später bekanntgeben.
Bitte meiden Sie den Bgm.-Martin-Donandt-Platz und die anliegenden Straßen. pic.twitter.com/rdLy1odfzi