logo
ENG



"ვისროლე, რომ ჩემთვის თავი დაენებებინათ"' - რუსი ჯარისკაცი, რომელსაც კიევში ასამართლებენ

19 მაი 202214:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/19/vonzbdgpo82sevo.jpg

რუსი ჯარისკაცი, ვადი შიშიმარინი, რომელსაც კიევში მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის ასამართლებენ, ამბობს, რომ სროლა მას პრაპორშჩიკმა და მისთვის უცნობმა პირმა უბრძანეს, რომელიც მასთად ერთად მანქანაში იყვნენ. 

შიშიმარინის თქმით, თავდაპირველად მშვიდობიანი მოქალაქე პრაპორშჩიკმა და მგზავრმა შენიშნეს. მისივე თქმით, პრაპორშჩიკმა დაინახა, რომ გამვლელი კაცი ტელეფონზე საუბრობდა და სროლა უბრძანა.

შიშიმარინის თქმით, სროლის შემდეგ ცხედარი არ უნახავს, უცნობი მგზავრო კი მას ამშვიდებდა, რომ "პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა გადაარჩინო".
ამავე დროს პრაპორშჩიკი და მგზავრი არ იყვნენ შიშიმარინის უშუალო მეთაურები.

"არ მინდოდა მისი მოკვლა. ვისროლე, რათა ჩემთვის თავი დაენებებინათ", - თქვა შიშიმარინმა.

21 წლის ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ომის დანაშაულის გამო ასამართლებენ. შიშიმარინმა 28 თებერვალს 62 წლის შეუიარაღებელი მოქალაქე სუმის რეგიონის სოფელ ჩუპახივკაში მოკლა, მაშინ როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა.

შიშიმარინი 4 რუს სამხედროსთან ერთად უკრაინულ ძალებს გაურბოდა, მათ კერძო მანქანა გაიტაცეს და სოფელ ჩუპახივკაში გადაადგილდებოდნენ, როცა გზად 62 წლის უკრაინის მოქალაქე დაინახეს. 


close დახურვა