logo
ENG



პალამარა: მე და სარდლობა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვართ, მიმდინარეობს ოპერაცია

19 მაი 202222:51
3 წუთის საკითხავი
clock 958
2022/05/19/5hu8gtw7w58ttq9.png

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარა (კალინა) ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ აზოვსტალში "ოპერაცია მიმდინარეობს".

"დღეს ომის 85-ე დღეა. მე და სარდლობა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვართ. მიმდინარეობს ოპერაცია, რომლის დეტალებს არ გავამხელ. მადლობა მთელ მსოფლიოს და მადლობა უკრაინას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით", – თქვა პალამარმა ვიდეომიმართვაში.

17 მაისს, უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ აზოვსტალის ტერიტორიიდან 264 დაჭრილი სამხედრო გამოიყვანეს

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მარიუპოლი 1-ლი მარტიდან ალყაშია.


close დახურვა