logo
ENG



ზალუჟნის თქმით, უკრაინა 2014 წლის შემდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მოლოდინში იყო

20 მაი 202202:13
3 წუთის საკითხავი
clock 988
2022/05/20/6d1xj3aa0r1dgc1.jpg

უკრაინის გენერალური ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი NATO-ს სამხედრო კომიტეტს შეხვდა და უკრაინაში ომის შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. 

ზალუჟნის თქმით, უკრაინა 2014 წლის შემდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის მოლოდინში იყო და ამისთვის ემზადებოდა.

„უკრაინის ჯარმა გააცნობიერა, რომ პირველი თვე გადამწყვეტი იქნებოდა. ჩვენ შევძელით მტრის სტრატეგიული უპირატესობის წართმევა, მნიშვნელოვანი დანაკარგების გამოწვევა და მათი იძულება, რომ მთავარ მიზანზე - კიევის დაპყრობაზე, უარი ეთქვათ“, - აცხადებს ვალერი ზალუჟნი.

მისი თქმით, NATO-ში მის კოლეგებთან დიალოგში თქვა, რომ უკრაინა ახლა თავისუფლებისთვის და საკუთარი ევროპული არჩევანისთვის ძალიან დიდ ფასს იხდის და ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უსაფრთხოების კუთხით უდიდესი კრიზისი დგას.

ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინა წარმატებით ახორციელებს კონტრშეტევებს. მათ ხარკივისა და მიკოლაევის ბლოკადის მოხსნა შეძლეს და ახლა ხერსონის მიმართულებით იბრძვიან.

თუმცა, მისი თქმით, უკრაინელების წარმატების მიუხედავად რუსეთი არ წყვეტს ინტენსიურ სარაკეტო თავდასხმას.

„რუსები ინარჩუნებენ მაღალი ინტენსივობის სარაკეტო თავდასხმებს, საშუალოდ 10-14 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა დღეში. ეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ NATO-ს წევრი სახელმწიფოებისთვისაც საფრთხეა და მნიშვნელოვანია, სარაკეტო თავდაცვის გაძლიერება.“ - განაცხადა ზალუჟნიმ.


close დახურვა