logo
ENG



უკრაინა: რუსეთის მხრიდან ლუჰანსკის დაბომბვას 12 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

20 მაი 202212:11
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირების თქმით, რუსული ძალების მხრიდან აღმოსავლეთ ლუჰანსკის რეგიონის დაბომბვას 12 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ქალაქ სევეროდონეცკში 12 ადამიანი დაიღუპა, საცხოვრებელი სახლები კი მთელ ტერიტორიაზე განადგურდა.

"სევეროდონეცკზე თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსებმა საკადრო დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს,” - განაცხადა ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

სევეროდონეცის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტრიუკის განცხადებით, ქალაქში ჯერ კიდევ 15 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა, რომლებიც თავშესაფრებსა და სარდაფებში ცხოვრობენ. სტრიუკის თქმით, თითქმის ერთი კვირაა ქალაქი ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშეა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსეთის აგრესიას უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა