logo
ENG



70 წლის ინფიცირებულს, კორონავირუსის მილევის ფაზა აქვს

19 ივნ 202008:35
3 წუთის საკითხავი
 

70 წლის კოვიდინფიცირებულ პაციენტს, კორონავირუსის მილევის ფაზა აქვს.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ პაციენტზე განმეორებითი კვლევის შედეგად განაცხადა, რომ ამ პერიოდში ვირუსის გადადების რისკი მინიმალურია.

ოდიშარიას განმარტებით, კორონავირუსზე სულ 134 პირი შემოწმდა და ყველა ბიოლოგიური მასალა უარყოფითია.

 

"პაციენტი საავადმყოფოში დარჩება ვირუსის სრულ ელიმინაციამდე. ამ პერიოდში დაავადების გადაცემა არის მინიმალური. თვითიზოლაციაში 25 პირი რჩება. რისკების გადაფასება ხდება", - აღნიშნა ოდიშარიამ. 

 


close დახურვა