logo
ENG



70 ექიმი ზინოვკინასა და სანდერის მკურნალობის მოთხოვნით პენიტენციურს მიმართავს

23 იან 202613:06
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/23/g8d7t9rlsg14mlw.jpg

70 ექიმი ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს მიმართავს და მათთვის სრულფასოვანი სამედიცინო კვლევების დაუყოვნებლიბ ჩატარებასა და შესაბამის მკურნალობას მოითხოვს.

განცხადება პენიტენციურში დღეს ანი ქავთარაძემ და გიორგი ახობაძემ ჩააბარეს.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოთხოვნები არ სრულდება, წერილობითი პასუხი არ არსებობს, ხოლო მათი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

სწორედ ამიტომ ჩვენ, ექიმები, პროფესიული და ეთიკური პასუხისმგებლობით მოვითხოვთ რეჟიმის პატიმრებისთვის — ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერისთვის სრულფასოვანი, სამედიცინო კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარებას და შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფას. მათ შორის:

- აუცილებელი ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები

- ყველა საჭირო ვიწრო პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია დამოუკიდებელი და ობიექტური სამედიცინო შეფასების უზრუნველსაყოფად

- სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა განხორციელდეს შესაბამის კლინიკაში საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების სრული დაცვით

- ექიმების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციები სრულად და უწყვეტად შესრულდეს, დაიწყოს შესაბამისი სამკურნალო პროცესი და უზრუნველყოფილი იყოს: - აუცილებელი მედიკამენტოზური თუ სხვა სახის თერაპია;

- მკურნალობის პროცესის უწყვეტობა და ეფექტური სამედიცინო მონიტორინგი;

- ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გაუარესების პრევენცია. ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება.

პაციენტის მდგომარეობის უგულებელყოფა ან არასათანადო სამედიცინო დახმარება ეწინააღმდეგება როგორც მედიცინის ეთიკის, ისე ჰუმანიზმის პრინციპებს.

21-ე საუკუნეში სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენს მინიმალურ ჰუმანურ სტანდარტს, რომლის დარღვევა მიუღებელია ნებისმიერ გარემოებაში"- ნათქვამია განცხადებაში

 


close დახურვა