logo
ENG



რუსეთმა ამერიკის 963 მოქალაქეს, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენს, რუსეთში შესვლა აუკრძალა

21 მაი 202216:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/21/z0n021qt43aqzh9.jpg

რუსეთმა ამერიკის 963 მოქალაქეს, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს რუსეთში შესვლა აუკრძალა. განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთში მოგზაურობა აეკრძალა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელს უილიამ ბარნსს და მრავალ სხვა ოფიციალურ პირს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიაში მოხვედრილ ამერიკელებს რუსეთის ფედერაციაში შესვლა სამუდამოდ ეკრძალებათ.

სამინისტროს თქმით, ესაა რუსეთის მხრიდან პასუხი აშშ-ის „ანტირუსულ სანქციებზე“.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვაშინგტონის მიერ მიღებული მტრული ქმედებებს, რომლებიც აშშ-ს ბუმერანგივით უბრუნდება, სათანადო წინააღმდეგობა შეხვდება. რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციები არის იძულებითი წესის და მიმართული იმისკენ, რომ ამერიკის მმართველ რეჟიმს, რომელიც ცდილობს ნეო-კოლონიალური „კანონებზე დაფუძნებული მსოფლიოს წესრიგი“ დანარჩენ სამყაროზეც გაავრცელოს, შეაცვლევინოს ქცევა ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით“ - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ის გარდა, რუსეთმა ქვეყანაში შესვლა კანადის 26 მოქალაქესაც აუკრძალა. სიაში მოხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი ნათესავები და მეგორები, ასევე სამხედრო ინდუსტრიისა და გემთსამშენებლო კომპანიების მენეჯერები და შეიარაღებული ძალების მეთაურები. 

 

close დახურვა