რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ 1 000-მდე ამერიკელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სანქცირებულთა შორის 7 გარდაცვლილია, მათ შორისაა აშშ-ის ყოფილი სენატორი, ჯონ მაკკეინიც.
სიაში მოხვდნენ აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები, ვინც სხვადასხვა დროს გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ამერიკელები, ვისაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა:
- ჯონ მაკკეინი - ყოფილი სენატორი (2018 წელს გარდაიცვალა);
- ჰარი რეიდი - ყოფილი სენატორი (2017 წელს გარდაიცვალა);
- ორინ ჰაჩი - ყოფილი სენატორი (2022 წელს გარდაიცვალა);
- ალსი ჰასტინგსი - ყოფილი კონგრესმენი (2021 წელს გარდაიცვალა);
- სტივენ ო’ნილი - ყოფილი მოსამართლე (2018 წელს გარდაიცვალა);
- ჯერემი სივიტსი - აშშ-ის ჯარის ყოფილი რეზერვისტი (2022 წელს გარდაიცვალა);
- მელისა დრისკო - CIA-ს ყოფილი პირველი ვიცე-დირექტორი (2018 წელს გარდაიცვალა).
რუსეთმა ამერიკის 963 მოქალაქეს, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს რუსეთში შესვლა აუკრძალა. განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთში მოგზაურობა აეკრძალა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელს უილიამ ბარნსს და მრავალ სხვა ოფიციალურ პირს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიაში მოხვედრილ ამერიკელებს რუსეთის ფედერაციაში შესვლა სამუდამოდ ეკრძალებათ.
სამინისტროს თქმით, ესაა რუსეთის მხრიდან პასუხი აშშ-ის „ანტირუსულ სანქციებზე“.