logo
ENG



ლელო ინტერპელაციის წესით, 27 მაისს, პარლამენტში ღარიბაშვილს იბარებს

23 მაი 202211:17
3 წუთის საკითხავი
clock 1382

ლელო ინტერპელაციის წესით, 27 მაისს, პარლამენტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს. ეს განცხადება პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ნაცვლიშვილის თქმით, ღარიბაშვილი კონსტიტუციით ვალდებულია, მივიდეს პარლამენტში და კონკრეტულ შეკითხვებს პასუხები გასცეს. 

"ჩვენ დაბარებული გვყავს საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რამდენად არის დღეს საქართველო დაცული და უსაფრთხო, რომ ის არ გახდეს შავი ხვრელი რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ის კონსტიტუციით ვალდებულია, მოვიდეს 27 მაისს და კონკრეტულ შეკითხვებს გასცეს კონკრეტული პასუხები", - თქვა ნაცვლიშვილმა.


close დახურვა