logo
ENG



ავტობუსში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

23 მაი 202217:35
3 წუთის საკითხავი
clock 1173

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, როინ მებონიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

21 მაისს, კაცმა გურამიშვილის გამზირზე მოძრავ ავტობუსში ცოლს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.


close დახურვა