logo
ENG



ლავროვის თქმით, რუსეთი ჩინეთთან კავშირს გააძლიერებს

24 მაი 202214:11
3 წუთის საკითხავი
clock 984
2022/05/24/rxrlocpu2birjxi.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთმა დასავლეთზე დამოკიდებულება უნდა შეწყვიტოს და ამის ნაცვლად ჩინეთთან კავშირი გააძლიეროს.

"ახლა, როდესაც დასავლეთმა დიქტატორის პოზიცია დაიკავა, ჩვენი ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება,” - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვის თქმით, თუ დასავლეთს ურთიერთობების განახლება სურს, მოსკოვი განიხილავს რამდენად სჭირდება ეს ქვეყანას.

"თუ დასავლეთის ქვეყნები გონს მოვლენ და რაიმე ფორმით თანამშრომლობას შემოგვთავაზებენ, ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტი იქნება,” - თქვა ლავროვმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინაში შეჭრას ომს არ უწოდებენ და მას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიებენ.


close დახურვა