logo
ENG



იოსელიანის თქმით, ოპოზიცია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით EU-ს სახელზე წერილს ამზადებს

24 მაი 202215:07
3 წუთის საკითხავი
clock 1389
იოსელიანის თქმით, ოპოზიცია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით EU-ს სახელზე წერილს ამზადებს

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, ევროკავშირის სახელზე მზადდება წერილი, რომელშიც ოპოზიცია მზადყოფნას გამოთქვამს, დაადასტურონ მხარდაჭერა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

როგორც მან პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, წერილის საბოლოო ტექსტზე მიმდინარეობს მსჯელობა და ამის დასრულების შემდეგ, ის მედიისთვის ცნობილი გახდება.

"ჩვენ მოვამზადეთ საერთო წერილი ევროკავშირის ხელმძღვანელების სახელზე, სადაც უკლებლივ, ჩემი კოლეგები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ამ ქვეყნის უალტერნატივო არჩევანი, რომ რამე კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში არის თუ არა პოლიტიკური ჯგუფი, დეპუტატი, რომლისთვისაც ეს სტატუსი არ არის მნიშვნელოვანი, ან უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამე, ვიდრე დღეს ეს გამოწვევა. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ გავავრცელოთ ტექსტი, რომელზეც საბოლოო შეთანხმებას, ალბათ, რამდენიმე ხანში მივაღწევთ. ეს ტექსტი გადაეცემა მედიასაც და ამ ტექსტს მოვაწერთ ხელს"- ამბობს იოსელიანი.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა. 


close დახურვა