logo
ENG



დეკანოიძე: ჩემი ინფორმაციით, მოსამართლეთა კლანში განგაშია, ხელისუფლებას დაცვას სთხოვენ

24 მაი 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock 839
დეკანოიძე: ჩემი ინფორმაციით, მოსამართლეთა კლანში განგაშია, ხელისუფლებას დაცვას სთხოვენ

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მოსამართლეთა კლანში განგაშია, ისინი ხელისუფლებას დაცვას სთოხვენ.

"ჩემი ინფორმაციით, მოსამართლეებში, კლანში არის სერიოზული განგაში და მოსამართლეები ახლა ხელისუფლებას სთხოვენ იმას, რომ დაიცვას ხელისუფლებამ ეს მოსამართლეები, ვინაიდან, მათ მიაღებინეს უკანონო გადაწყვეტილებები", - თქვა მან პარლამენტში.

დღეს, 24 მაისს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც "ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს".

მანამდე, 20 მაისს ფორმულა ინფორმაცია, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

წყარო ყვება, რომ მიზეზი მისი პოლიტიზირებული გადაწყვეტილებაა ნიკა გვარამიას საქმეზე. საელჩოს პროგრამით მოსამართლე ფინანსდებოდა სრულად იმისთვის, რომ ფლორიდაში პროფესიული კვალიფიკაცია აემაღლებინა, მაგრამ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაშა ჩხიკვაძე პროგრამიდან გამორიცხეს.


close დახურვა