logo
ENG


თბილისში, შანიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი ადამიანი

25 მაი 202202:08
3 წუთის საკითხავი
clock 1247
თბილისში, შანიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი ადამიანი

თბილისში, შანიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-მდე ტყვიაა გასროლილი.

ცნობილია, რომ დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფომ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია. ფორმულა შსს-სთან დაკავშირებას ცდილობს.


close დახურვა