logo
ENG



რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცების გაცვლაზე საუბარი ნაადრევია

25 მაი 202212:34
3 წუთის საკითხავი
clock 744
2022/05/25/b2id55rzbmpyqdl.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ რუს ჯარისკაცებზე მარიუპოლის მცველების შესაძლო გაცვლაზე საუბარი ნაადრევია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრე რუდენკო ამბობს, რომ ტყვედ აყვანილ ჯარისკაცებს ჯერ გაასამართლებენ.

ასეა შეაფასა მან რუსი ჯარისკაცის, ვადიმ შიშიმარინის გაცვლის შესაძლებლობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო უკრაინაში უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

"ყველა საკითხს განვიხილავთ მას შემდეგ, რაც ტყვეები შესაბამისად გადამზადდებიან და გამოტანილი იქნება განაჩენი. მაშინ შესაძლებელია იყოს რაღაც სხვა ნაბიჯები. მანამდე ყველანაირი საუბარი გაცვლაზე ნაადრევია", - თქვა რუდნეკომ.

რუსეთი აცხადებს, რომ აზოვსტალში მყოფი მებრძოლები მათ ტყვედ ჩაბარდნენ და ახლა მარიუპოლს მთლიანად აკონტროლებენ. უკრაინა აცხადებს, რომ აზოვსტალიდან 16 მაისს მძიმედ დაჭრილების გაყვანა დაიწყო, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს, მკურნალობის შემდეგ კი რუს ტყვეებზე გაცვლიან.


close დახურვა