logo
ENG



სამადაშვილი ქართულ ოცნებას: სად არიან თქვენი მეგობრები?

25 მაი 202215:24
3 წუთის საკითხავი
 
სამადაშვილი ქართულ ოცნებას: სად არიან თქვენი მეგობრები?

750 დეპუტატია ევროპარლამენტში და აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ისინი ყველა მტრად გამოაცხადეთ. სად არიან მეგობრები? სად არიან თქვენი პოლიტიკური გუნდის [მხარდამჭერი] სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?. და იცით, რატომ არ არიან ისინი არსად? იმიტომ, რომ ჩრდილოვან ოლიგარქთან, რომელიც რეალურად მართავს ამ ქვეყანას ევროკავშირი კონტრაქტებს არ დებს. თქვენ არავის წარმოადგენთ. რამდენჯერაც ჩახვალთ ბრიუსელში და უკან დაბრუნდებით, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ, გარდა იმისა, რომ ევროკავშირისგან მიიღებთ პრობლემების გრძელ ჩამონათვალს, რომლებიც გადასაჭრელია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც სადღაც აღმოჩნდეს და წინ წავიდეს. 


close დახურვა