logo
ENG


რუსეთი სამხრეთ უკრაინის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

25 მაი 202215:39
3 წუთის საკითხავი
clock 297
რუსეთი სამხრეთ უკრაინის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის სამხრეთში მდებარე რეგიონების - ზაპოროჟიესა და ხერსონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გამარტივდება. შესაბამისი დოკუმენტი დღეს გამოქვეყნდა.

შესწორება შევიდა იმ განკარგულებაში, რომლითაც მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურებით სარგებლობდნენ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობა.

დოკუმენტის განახლებულ ვერსიაში კი წერია:

„უკრაინის, დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეებს, ვინც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობენ, ასევე უკრაინის ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონის მოსახლეობას აქვთ უფლება, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე განაცხადი გამარტივებული წესით შეიტანონ, 2002 წლის 31 მაისს მიღებული ფედერალური კანონის მე-14 მუხლის 8 ნაწილის მიხედვით N62 „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ“.

კანონმდებლობის მიხედვით, ამ ადამიანებისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე შეტანილი განაცხადის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აჭარბებდეს 3 თვეს.


close დახურვა