logo
ENG



სლოვაკეთის პრემიერმინისტრი: თუ უკრაინა დამარცხდება, შემდეგი ჩვენ ვიქნებით

25 მაი 202216:12
3 წუთის საკითხავი
clock 587
2022/05/25/uh1si0m3o5h3k31.jpg

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან ომში უკრაინა დამარცხდება, შემდეგი სლოვაკეთი იქნება. ეს განცხადება ედუარდ ჰეგერმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს", - თქვა სლოვაკეთის პრემიერმა.

ჰეგერმა გააკრიტიკა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იმის გამო, რომ ზედმეტად ეყრდნობიან რუსულ ენერგორესურსებს და მოუწოდა EU-ს ლიდერებს, შეწყვიტონ საკუთარი პრინციპების დათმობა რუსეთის წინაშე.

"ჩვენ ზედმეტად დიდხანს ვვაჭრობდით ჩვენი ღირებულებებით იაფი გაზისა და ნავთობის სანაცვლოდ. პუტინთან კომპრომისებმა გამოიწვია ომი უკრაინაში. აგრესიული ომი, რომელშიც ხალხი იღუპება. უკრაინელები სისხლის ღვრიან ჩვენი ღირებულებებისთვის", - თქვა სლოვაკეთის პრემიერმა.

ჰეგერმა ევროკავშირის წევრებს მოუწოდა, იმუშაონ უკრაინასთან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან სტანდარტული წესების შესამუშავებლად, რათა მათ შეძლონ EU-ში გაწევრიანება.


close დახურვა