logo
ENG



ჩუღურეთში 5 ტრანსგენდერ ქალს ათეულობით ადამიანი თავს დაესხა

29 მაი 202212:02
3 წუთის საკითხავი
 

ჩუღურეთში 5 ტრანსგენდერ ქალს ათეულობით ადამიანი თავს დაესხა

ძალადობა 29 მაისს, გამთენიისას მოხდა. 

ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი ფორმულას უყვება, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი კაცი მათთან სახლში მივიდა და სექს მომსახურება მოსთხოვა, უარის მიღებამ კი გააღიზიანა, ქალები სიტყვიერად შეურაცხყო, მოკვლით დაემუქრა და დაურეკა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ასევე მივიდნენ ადგილზე. 

ტრანსგენდერმა ქალმა პოლიციას მიმართა, აგრესიული კაცების გარიდება და უსაფრთხოების მიზნით მათ სახლთან დარჩენა სთხოვა. 

ამის შემდეგ სახლში მოვიდნენ სხვა ტრანსგენდერი ქალები, რომლებიც იმავე ბინაში ცხოვრობენ. მათ თავდამსხმელი 30-მდე სხვა კაცთან ერთად დახვდა. ტრანსგენდერ ქალებზე ფიზიკურად იძალადეს, ესროლეს ქვები. 

ასევე, თავდამსხმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქალს, ვისგანაც ბინა აქვთ დაქირავებული. 

ტრანსგენდერი ქალები ითხოვენ, პოლიცია უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც იყოს მობილიზებული მათ საცხოვრებელ სახლთან. 

განახლება: 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო - 

ადევნება, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ჩადენილი ჯგუფურად. 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 


close დახურვა